საქართველოს ბანკის შვილობილი სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისიაი" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციისათვის სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს.
საჭიროების შემთხვევაში კომპანია მზად არის აწარმოოს გადაზღვევა ისეთ უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან, როგორიცაა: AIG, Hannover Re, Munich Re, SCOR და სხვ.
,,ალდაგი ბისიაი" გთავაზობთ:
ქონებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას:
- უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა;
- საწარმო საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალის დაზღვევა;
- მარაგების დაზღვევა;
- მანქანა-დანადგარების დაზღვევა;
- ტვირთების დაზღვევა.
მესამე პირების წინაშე რისკების დაზღვევას:
- დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- გადამზიდველთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.
პერსონალური (ინდივიდუალური) რისკების დაზღვევას:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სიცოცხლის დაზღვევა;
- კრიტიკული დაავადებების დაზღვევა;
- უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევა;
- მესამე პირის (პირთა) წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა;
- საწყლოსნო საშუალებებისა და საავიაციო რისკების დაზღვევა.