საქართველოს ბანკი დღეისათვის ქვეყნის საბანკო ბაზარზე ვაჭრობის დაფინანსების კუთხით უპირობო ლიდერია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC), ვაჭრობის დაფინანსების გლობალური პროგრამისა (GTFP) და აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის (TFP) წევრობა საქართველოს ბანკს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას თავის მომხმარებლებს შესთავაზოს ინდივიდუალური გადაწყვეტები სავაჭრო გარიგების ოპერაციებზე მთელი მსოფლიო მასშტაბით.
ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები:
დოკუმენტური ოპერაციები:
- დოკუმენტური აკრედიტივები;
- დოკუმენტური ინკასო.
საბანკო გარანტიები:
- ყველა სახის ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო გარანტია.
დაფინანსება:
- ექსპორტამდე და ექსპორტის შემდგომ დაფინანსება;
- აკრედიტივების დისკონტირება;
- გრძელვადიანი და საშუალოვადიანი იმპორტის დაფინანსება დოკუმენტური ოპერაციებით;
- ფაქტორინგი.
ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი შემოგთავაზებთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად კომპლექსურ გადაწყვეტებსა და საუკეთესო პირობებს.