დოკუმენტური ოპერაციები

სავაჭრო ოპერაციების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გადახდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად ბევრი კომპანია იყენებს ისეთ საბანკო პროდუქტებს, როგორებიცაა: დოკუმენტური აკრედიტივი, დოკუმენტური ინკასო და საბანკო გარანტიები. ამასთანავე, საბანკო გარანტიები ასევე ძალზე მნიშვნელოვანია შიდა ბიზნესოპერაციებისთვის საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების სრულ სპექტრს, რომელიც განსაზღვრულია თქვენი ფაქტობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების წარმოება და ძირითადად გამოიყენება საქონლის ან მომსახურების გადახდის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტური აკრედიტივი წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას გადაუხადოს საქონლის ან მომსახურების გამყიდველს განსაზღვრული თანხა აკრედიტივის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

დოკუმენტური აკრედიტივი გამოიყენება ორივე მხარისთვის – ექსპორტიორისა (გამყიდველი) და იმპორტიორისთვის (მყიდველი).
გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ:

  • დოკუმენტური აკრედიტივის დადასტურებას ძირითად ვალუტებში და სხვადასხვა ქვეყნებში;
  • დოკუმენტური აკრედიტივის მართვას პერსონალურ და პროფესიულ საფუძველზე;
  • პროფესიონალების მიერ დოკუმენტების განხილვასა და კონსულტაციას;
  • დოკუმენტური აკრედიტივის მიღების შესახებ ოპერატიულ შეტყობინებას.

 

შენიშვნა: სამართლებრივი თვალსაზრისით  დოკუმენტური აკრედიტივი არის ცალკეული გარიგება ნასყიდობის ან სხვა ძირითადი ხელშეკრულებებისგან. აკრედიტივის შემთხვევაში აკრედიტივის გამხსნელ ბანკს შეხება აქვს მხოლოდ დოკუმენტებთან და არა საქონელთან და/ან მომსახურებასთან. გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას ბანკი იღებს მხოლოდ აკრედიტივის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ.
დამატებითი კონსულტაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ბანკის დოკუმენტური ბიზნესის სამსახურის თანამშრომლებს.

დოკუმენტური აკრედიტივით სარგებლობის უპირატესობები იმპორტიორისთვის/მყიდველისთვის:

  • გამყიდველისთვის ყველაზე მისაღები გადახდის ფორმა;
  • საკუთარი გადახდისუნარიანობის დადასტურება;
  • შესაბამისი დოკუმენტების მიღება;
  • ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ადაპტირება;
  • გადახდის გადავადების მეტი შესაძლებლობები;
  • მეტი სამართლებრივი დაცვა;
  • მიწოდების სასურველი პირობები;
  • კონტროლი მიწოდების ვადებზე და დოკუმენტების მოწოდებაზე;
  • საქმიანობის გაფართოების მეტი შესაძლებლობები.

 

უპირატესობები ექსპორტიორისთვის/გამყიდველისთვის:

  • ანაზღაურების მეტი დაცულობა (დადასტურებული ოპერაციის შემთხვევაში);
  • მარტივი დაფინანსება;
  • საბანკო დამუშავება;
  • სამართლებრივი დაცვა;
  • ნასყიდობის ხელშეკრულებასთან შესაბამისობა;
  • სწრაფი ანაზღაურება;
  • დოკუმენტების მართვა გადახდის ვადამდე;
  • საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები.

 

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო (ან ნაღდი ანგარიშსწორება დოკუმენტებთან მიმართებით) არის ანგარიშსწორების ფორმა, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, ჩვეულებრივ სასაქონლო გარიგებასთან დაკავშირებით.

ინკასოს პირობები შესაძლოა ითვალისწინებდეს:

  • დოკუმენტებს გადახდის წინააღმდეგ;
  • დოკუმენტებს აქცეპტის წინააღმდეგ.

აღნიშნული მოთხოვნები შეთანხმებული უნდა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს.

აუცილებელი მოთხოვნები და პირობები:

  • აუცილებელია გამყიდველი და მყიდველი იცნობდნენ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორები;
  • სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია მყიდველის ქვეყანაში;
  • რისკების არარსებობა სავალუტო კონტროლთან ან იმპორტის შეზღუდვებთან დაკავშირებით;
  • ანგარიშსწორების პროცედურა რეგულირდება პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოცემული უნიფიცირებული წესებით. აღნიშნული წესები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა მონაწილე მხარისთვის;
  • ბანკის ვალდებულებას არ წარმოადგენს დოკუმენტების შემოწმება და არ მონაწილეობს ძირითად გარიგებაში.

დამატებითი კონსულტაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ბანკის დოკუმენტური ბიზნესის სამსახურის თანამშრომლებს.