ბიზნესის წარმოებისას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება გარკვეული რისკების მატარებელი იყოს. ამ რისკების შემცირების მიზნით ჩვენ გთავაზობთ საბანკო გარანტიებს, რაც თქვენთვის მეტ ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საბანკო გარანტიების გამოყენება შესაძლებელია ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბიზნესში და სხვა საქმიანობაში. გარანტიები არის რისკის ჰეჯირების ეფექტური საშუალება ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისა და ვაჭრობის სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ჩვენ გავცემთ გარანტიებს ბენეფიციარის სასარგებლოდ კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე (პრინციპალი) და განვახორციელებთ გადახდას ბენეფიციარის მიერ სათანადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში წარდგენისა და გარანტიის ყველა პირობა/დებულების შესრულების შესაბამისად.
საბანკო გარანტიის სტანდარტული და ხშირად გავრცელებული ფორმები:
- სატენდერო გარანტია;
- ხელშეკრულების შესრულების გარანტია;
- საავანსო გადახდის გარანტია;
- გადახდის გარანტია;
- საგარანტიო ვალდებულებების გარანტია;
- საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია (ყოფილი საბაჟო გარანტია);
- სარეზერვო (სტენდბაი) აკრედიტივი (SBLC).