ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტები
მულტისავალუტო კორპორატიული ანგარიშების (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშები და კორპორატიული პლასტიკური ბარათები) გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებისა და შესაბამისი განაცხადის ფორმების ჩამონათვალი:
კერძო სამართლის რეზიდენტი კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირებისთვის:
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;*
- წესდება;
- მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულები, დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
კერძო სამართლის არარეზიდენტი კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირებისთვის:
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს;
- წესდება.
რეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი**
- სათავო საწარმოს/დაწესებულების განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
- სათავო საწარმოს/დაწესებულების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
- ფილიალის ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუში (ხელმძღვანელის ვინაობა მითითებული უნდა იყოს სათავო საწარმოს/დაწესებულების განცხადებაში);
- ფილიალის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- წესდება;
- სათავო საწარმოს/დაწესებულების 2010 წლამდე რეგისტრაციის შემთხვევაში დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
არარეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის*** ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
- წესდება;
- მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულები, დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც არ ფინანსდება ბიუჯეტიდან (არასახაზინო)
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- წესდება;
- დოკუმენტი, რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულება
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში (სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებისათვის ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს თანხის განკარგვის უფლება;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- შესაბამისი სახაზინო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (საკრებულოს) ნებართვა თანხის განკარგვის შესახებ;
- წესდება.
თუ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება ხსნის საბანკო ანგარიშს ხელფასების, მივლინებისა და სხვა ანგარიშსწორებისათვის (ფინანსთა მინისტრის #1266 ბრძანება, 26.12.2005 წ.), ასეთ შემთხვევაში ხაზინის ნებართვა საჭირო არ არის.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- პარტიის სარეგისტრაციო მოწმობა (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პარტიის რეგისტრაციის შესახებ);
- კლიენტის წარმომადგენლის (პარტიის უფლებამოსილი პირის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- კლიენტის წარმომადგენლის (პარტიის უფლებამოსილი პირის) ხელმოწერის ნიმუში;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- წესდება.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის (ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- საპატრიარქოს ან შესაბამისი ეპარქიის ნებართვა ანგარიშის გახსნაზე, რომელშიც მითითებულია კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
- წესდება.
აუცილებელია რეგისტრაციის მოდულში საპატრიარქოს საიდენტიფიკაციო კოდის მითითება – 204395537
იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები****, როგორებიცაა:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;
- ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა);
- არარეგისტრირებული კავშირი;
- საარჩევნო ბლოკი;
- ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
- დამოუკიდებელი კანდიდატები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- ამხანაგობის წესდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შემთხვევაში;
- დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- წესდება.
არარეგისტრირებული კავშირი
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- წესდება.
საარჩევნო ბლოკი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის (საარჩევნო სუბიექტის) რეგისტრაციის მოწმობა;
- კლიენტის (საარჩევნო სუბიექტის) წესდება (გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა);
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა (თუ ვინაობა არ დგინდება წესდებით);
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- წესდება.
დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ფილიალები და წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) ან განახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოში;
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- დოკუმენტი, რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა (თუ აღნიშნული არ დადგინდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე);
- წესდება.
ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი
- განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
- კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულთათვის დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
თუ კლიენტს უკვე აქვს გახნილი ბანკში ერთი ანგარიში, ახალი ანგარიშის გახსნისას ვალდებულია ბანკში წარადგინოს
- განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
*სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი იბეჭდება საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან; ოპერატორი ხელმძღვანელობს აღნიშნულ ვებგვერდზე ყველაზე ახალი თარიღის ამონაწერით.
**რეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრირდება ცალკე უნიკალურ კოდზე და საბანკო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმის გადამხდელის კოდში აუცილებელი წესით მიეთითება სათავო საწარმოს/დაწესებულების საგადასახადო/საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება ფორმირდება შემდეგი პრინციპით: სათავო საწარმოს/დაწესებულების სრული დასახელება და შემდეგ ფილიალის დასახელება და/ან ნომერი.
***კლიენტის წარმომადგენელი – ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი.
****ყველა იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნს, გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა, პროგრამულად ვარეგისტრირებთ როგორც იურიდიულ პირს. დამოუკიდებელ კანდიდატს ვარეგისტრირებთ, როგორც ფიზიკურ პირს.
*****სამეწარმეო ამხანაგობას ანგარიში შეიძლება გაეხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეგისტრირებულია 2010 წლის 31 დეკემბრამდე. ამ თარიღის შემდეგ ამ ტიპის სუბიექტისთვის ანგარიშის გახსნა დაუშვებელია.
****** წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც არარეზიდენტის ქვეყანაშია გაცემული, უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ასევე ნათარგმნი და დამოწმებული სანოტარო წესით.