ინტერნეტბანკი

საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის მომსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს ბანკში მიუსვლელად შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ოპერაციები.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიისათვის ინტერნეტბანკის მომსახურების სისტემის რეგისტრაციას, ტექნიკურ მომსახურებასა და ასევე უფლებამოსილი პერსონალისთვის საჭირო ტრენინგის ორგანიზებას.

საქართველოს ბანკი  იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ინტერნეტბანკის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • გადარიცხვასა და კონვერტაციების ოპერაციების განხორციელებას;
  • საგადასახადო დავალებების სპეციალურ პაკეტებში გაერთიანებასა და ერთი ხელმოწერით დამოწმებას (მაგალითად, ხელფასების გადარიცხვის დროს);
  • ინფორმაციის მიღება/გაგზავნას 24 საათის განმავლობაში;
  • ისარგებლოთ ელექტრონული გასაღების ფორმირებისა და შიფრაციისთვის საჭირო საშუალებებით, მიიღოთ ოპერატიული ინფორმაცია ბანკში გაგზავნილი საგადასახადო დავალებების შესრულების სტატუსის შესახებ;
  • მიიღოთ საბანკო ანგარიშებიდან ნაერთი ამონაწერები;
  • საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამებიდან (ORIS და GSS SUPERFIN) საგადასახადო საბუთების იმპორტირებას;
  • ისარგებლოთ საბანკო ცნობარებისა და მსოფლიოს ბანკების SWIFT კოდების მუდმივად განახლებადი ბაზით.