ავტომატური გადახდები

გადასახადების გადახდა ახლა უკვე აღარ მოითხოვს თქვენს ძალისხმევას.

ავტომატური გადახდების რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ დაფაროთ თქვენი ან თქვენ მიერ მითითებული აბონენტის კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის გადასახადი.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად სამი ანგარიში, საიდანაც განხორციელდება დავალიანების დაფარვა.

მიანიჭეთ უპირატესობა გადასახდელებს და დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე გადასახდელის დაფარვის დრო დადგა და თქვენს ანგარიშზე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, თავდაპირველად ის გადახდა განხორციელდება, რომელსაც თქვენ უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევთ.

დავალებების რაოდენობა შეუზღუდავია. ავტომატური გადახდებით სარგებლობა, გაუქმება და ასევე ამ სერვისში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.