საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი არის საქართველოს წამყვანი უნივერსალური ბანკი, რომელიც თავის კლიენტებს კომერციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ლიზინგისა და ბარათის დამუშავების მომსახურებებს სთავაზობს.

საქართველოს ბანკი უმსხვილესი საცალო ბანკია ქვეყანაში და მისი ჯამური აქტივებით ბაზრის 36.2% წილს ფლობს. საქართველოს ბანკი 143 სერვისცენტრის, 408 ბანკომატის (საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი), ინტერნეტის, მობილურის, PDA ბანკინგისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 850 000-მდე ფიზიკურ პირსა და 155 000-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება.

საქართველოს ბანკი თავის სრულ მფლობელობაში არსებულ ფილიალებთან ერთად  ორგანიზებულია შემდეგ სტრატეგიულ ბიზნესერთეულებად:

  • საცალო საბანკო საქმიანობა;
  • კორპორატიული საბანკო საქმიანობა;
  • დაგროვილი ქონების მართვა;
  • დაზღვევა და საბროკერო საქმიანობა.