საქართველოს ბანკი მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კომპლექსურ ფინანსურ მომსახურებას სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის მიხედვით სთავაზობს.
თითოეულ ეკონომიკურ პროფილს (სექტორს) მაღალკვალიფიციური კორპორატიულ ბანკირთა ჯგუფი ემსახურება. ასეთი სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ კორპორატიული კლიენტების მაღალხარისხიანი და სწრაფი მომსახურება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო პრაქტიკაა.
საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად ერთვება ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რაც, თავის მხრივ, განსაკუთრებული საკითხების ოპერატიულ მოგვარებას გულისხმობს.