საქართველოს ბანკი თავის მომხმარებლებს საცალო, კორპორატიული, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ვაჭრობის დაფინანსების, ლიზინგის, საბროკერო და საკრედიტო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
საქართველოს ბანკი 34,5% საბაზრო წილის მფლობელია მთლიანი აქტივების მიხედვით და 176 სერვისცენტრის, 426 ბანკომატის, დისტანციური არხების საშუალებით ფიზიკური პირების 1 115 258 და კორპორატიული კლიენტების 192 700-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს ემსახურება. ბანკის წმინდა შემოსავალმა 2011 წლის მესამე კვარტალში კონსოლიდირებულად 37.6 მილიონი ლარი (22.6 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის მთლიანმა კაპიტალმა და მთლიანმა აქტივებმა – დაახლოებით 775.7 მილიონი ლარი (467.0 მილიონი აშშ დოლარი) და 4.359.3 მილიონი ლარი (2624.2 მილიონი აშშ დოლარი). 2011 წლის 30 სექტემბრისთვის კი ბანკის ROAE-მ და ROAA-მ 19,84% და 3,52% შეადგინა შესაბამისად.
2006 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოს ბანკი გახდა პირველი ბანკი საქართველოდან და მეორე ბანკი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც საკუთარი აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა, ხოლო 2012 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს ბანკი უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგშია.
საქართველოს ბანკი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და ერთადერთ ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B1/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'BB-/B'.