სწრაფი ნავიგაცია

24 ივლისი
2014
საქართველოს ბანკი აფორმებს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების სესხის ხელშეკრულებას

საქართველოს წამყვანი ბანკის სს „საქართველოს ბანკის“ („ბანკი“) ჰოლდინგური კომპანია „ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგ პლს“–ი (“BGH”) აცხადებს, რომ ბანკმა თურქეთის ერთადერთ ოფიციალურ საექსპორტო საკრედიტო სააგენტო „Turk Eximbank“–თან გააფორმა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების სესხის ხელშეკრულება იმ ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც ახორციელებენ თურქული სამომხმარებლო და ძირითადი პროდუქციის იმპორტს საქართველოში.

კრედიტი როგორც საქართველოს ბანკს, ასევე „Turk Eximbank“–ს შესაძლებლობას მისცემს ბანკის კორპორატიულ კლიენტებს შესთავაზონ დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირების ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტები და ისარგებლონ თურქეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით.

იმ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომელთაც 2 წელზე ნაკლები ვადა აქვთ,  „Turk Eximbank“–ის მიერ ბანკისთვის უზრუნველყოფილი დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს კონტრაქტის ღირებულების 100%–მდე, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადის, დაახლოებით 7 წლამდე ვადის შემთხვევაში, დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 85%.  „20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების სესხი გაამყარებს სავაჭრო დაფინანსების მომსახურებების ბაზარზე არსებულ ჩვენ წამყვან პოზიციას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს ისარგებლონ  საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი ეკონომიკური პარტნიორობის შედეგად არსებული ბიზნეს შესაძლებლობებით“–განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ გამყრელიძემ.

„ვინაიდან,  „Turk Eximbank“–ი წარმოადგენს მსოფლიოში არსებულ იმ მცირე საექსპორტო საკრედიტო სააგენტოებს შორის ერთერთ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სადაზღვევო/საგარანტიო ასევე პირდაპირ დაკრედიტებას, ის ხელს შეუწყობს თურქულ და ქართულ კომპანიებს გააუმჯობესონ სავაჭრო ურთიერთობები მოკლე და საშუალო ვადიანი სესხების კონკურენტული ხარჯებით უზრუნველყოფის გზით და მოკლევადიან, 24 თვეზე ნაკლები ვადის, სესხებთან დაკავშირებით შეძლებს 100% დაფინანსების უზრუნველყოფას“, განაცხადა Turk Eximbank“–ის გენერალურმა მენეჯერმა ჰაირეტინ კაპლანმა.