სწრაფი ნავიგაცია

საბანკო ჩეკი ფასიანი ქაღალდია, რომელიც წარმოადგენს ჩეკის გამცემის წერილობით ბრძანებას საბანკო დაწესებულების მიმართ  ჩეკზე აღნიშნული თანხის განაღდების შესახებ.

საქართველოს ბანკში შესაძლებელია შემდეგი ტიპის ჩეკების განაღდება:

  • სახელობითი – კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი

ჩეკის მოქმედების ვადა:

  • 6 თვე (თუ ჩეკზე უფრო მცირე ვადა არ არის მითითებული);

ჩეკებთან დაკავშირებული საკომისიოები:

  • განაღდება: 1%, მინ. 150 ერთეული ვალუტის შესაბამისად
  • საგარანტიო დეპოზიტი: 150 ერთეული ვალუტის შესაბამისად

ბანკში გასანაღდებელი ჩეკის ვალუტა:

  • აშშ დოლარი
  • ევრო*

ბანკში გასანაღდებელი ჩეკის მინიმალური ოდენობა:

  • 150 აშშ დოლარი;
  • ევრო არ არის შეზღუდული.

ჩეკ(ებ)ის განაღდების ლიმიტი:

  • ერთი კლიენტის ჭრილში ბანკი 45 კალანდარული დღის განმავლობაში ანაღდებს ჯამურად  მაქსიმუმ 30000 ლარის ექვივალენტი (ეროვნული კურსით)  ღირებულების ჩეკ(ებ)ს.

ჩეკის მფლობელის ვინაობა:

  • საბანკო ჩეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

საბანკო ჩეკზე დატანილი პარამეტრების ჩამონათვალი:

  • ჩეკის გამცემი ბანკის დასახელება და კოდი;
  • ჩეკის ნომერი;
  • ჩეკის გაცემის თარიღი და ადგილი;
  • გადახდის ადგილი;
  • ჩეკის ვალუტა;
  • ჩეკის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად შევსებული);
  • ჩეკის გამცემის ანგარიშის ნომერი და დასახელება;·        
  • ჩეკის მიმღების დასახელება;
  • ხელმოწერა.

ჩეკის განაღდების ვადა:

  • ჩეკის  ჩაბარების დღიდან  45-ე კალენდარული დღე.

     



*საქართველოს ბანკი ევროში ანაღდებს მხოლოდ გერმანული ბანკების მიერ ემიტირებულ საბანკო ჩეკებს.