სწრაფი ნავიგაცია

სავაჭრო ოპერაციების დროს გადახდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ ბევრი წარმატებული კომპანია იყენებს ისეთ საბანკო პროდუქტებსროგორებიცაა: დოკუმენტური აკრედიტივი, დოკუმენტური ინკასო და საბანკო გარანტიები. ამასთანავე საბანკო გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შიდა ბიზნესოპერაციების საწარმოებლად.

 

დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივის დახმარებით შესაძლებელი ხდება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების წარმოება, რომელიც აადვილებს საქონლის ან მომსახურების გადახდას.  დოკუმენტური აკრედიტივი წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას გადაუხადოს საქონლის ან მომსახურების გამყიდველს განსაზღვრული თანხა აკრედიტივის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

დოკუმენტური აკრედიტივი გამოიყენება ორივე მხარისთვის – ექსპორტიორისა (გამყიდველი) და იმპორტიორისთვის (მყიდველი). გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ:

  • დოკუმენტური აკრედიტივის დადასტურებას ძირითად ვალუტებში და სხვადასხვა ქვეყნებში;  
  • დოკუმენტური აკრედიტივის მართვას პერსონალურ და პროფესიულ საფუძველზე; 
  • პროფესიონალების მიერ დოკუმენტების განხილვასა და კონსულტაციას; 
  • დოკუმენტური აკრედიტივის მიღების შესახებ ოპერატიულ შეტყობინებას;

შენიშვნა:

სამართლებრივი თვალსაზრისით, დოკუმენტური აკრედიტივები არის ცალკეული გარიგება ნასყიდობის ან სხვა ძირითადი ხელშეკრულებებისგან, აკრედიტივის შემთხვევაში აკრედიტივის გამხსნელ ბანკს შეხება აქვს მხოლოდ დოკუმენტებთან და არა საქონელთან და/ან მომსახურებასთან. გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას ბანკი იღებს მხოლოდ აკრედიტივის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ.

დამატებითი კონსულტაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ „საქართველოს ბანკის“ დოკუმენტური ბიზნესის სამსახურის თანამშრომლებს.

დოკუმენტური აკრედიტივით სარგებლობის უპირატესობები იმპორტიორისთვის/მყიდველისთვის:

  • საქონლის მიღება გამყიდველის მიერ ანაზღაურების მიღებამდე;
  • საქონლის მოწოდების ვადების გაკონტროლების შესაძლებლობა;
  • თანხების დაცულობა, ბანკის მიერ აკრედიტივის ანაზღაურება მხოლოდ ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ბანკისგან დაფინანსების უკეთესი პირობების მიღების შესაძლებლობა.

უპირატესობები ექსპორტიორისთვის/გამყიდველისთვის:

  • მყარი გარანტია, უცნობი მყიდველის ნაცვლად გარანტიას გასცემს მყარი ფინანსური ინსტიტუტი;
  • გარანტირებული გადახდა, საქონლის გაგზავნისა და აკრედიტივის პირობებიდან გამომდინარე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ;
  • დამატებითი დაფინანსება ტრანსპორტირების დროს, აკრედიტივის დისკონტი საკუთარი საკრედიტო ხაზის გამოყენების გარეშე;
  • საქონლის დაცულობა, გამოუთხოვადი აკრედიტივის გაუქმება შეიძლება მხოლოდ გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში;
  • დაზოგილი დრო, ხელშეკრულების გაფორმება მყიდველის ფინანსური მდგომარეობის გარკვევის გარეშე.

 

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო (ან ნაღდი ანგარიშსწორება დოკუმენტებთან მიმართებით) გავრცელებული ანგარიშსწორების ფორმაა, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩვეულებრივ სასაქონლო გარიგებასთან დაკავშირებით.

ინკასოს პირობები შესაძლოა ითვალისწინებდეს:

  • დოკუმენტებს გადახდის წინააღმდეგ;
  • დოკუმენტებს აქცეპტის წინააღმდეგ.

აღნიშნული მოთხოვნები შეთანხმებული უნდა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს.

  • აუცილებელია გამყიდველი და მყიდველი იცნობდნენ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორები;
  • სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია მყიდველის ქვეყანაში;
  • რისკების არარსებობა სავალუტო კონტროლთან ან იმპორტის შეზღუდვებთან დაკავშირებით;
  • ანგარიშსწორების პროცედურას არეგულირებს საერთაშორისო სავაჭრო პალატა მისივე გამოცემული უნიფიცირებული წესებით. აღნიშნული წესები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა მონაწილე მხარისთვის;
  • ბანკის ვალდებულებას არ წარმოადგენს დოკუმენტების შემოწმება და ის არ მონაწილეობს ძირითად გარიგებაში.

 

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ „საქართველოს ბანკის“  დოკუმენტური ბიზნესის სამსახურის თანამშრომლებს.