ელექტრონული კომერცია არის ინოვაციური საბანკო სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ მომსახურება და პროდუქცია გაყიდოთ ინტერნეტის მეშვეობით და მიიღოთ გადახდები VISA, MasterCard და American Express პლასტიკური ბარათებით.
„საქართველოს ბანკის“ ელექტრონული კომერცია გაძლევთ საშუალებას:
- გაყიდოთ მომსახურება და პროდუქცია ინტერნეტის საშუალებით;
- შესთავაზოთ მომხმარებლებს კომფორტი;
- გააფართოოთ გაყიდვების არეალი მსოფლიოს მასშტაბით;
- გახადოთ თქვენი მომსახურება და პროდუქტი ხელმისაწვდომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
- მისცეთ მომხმარებელს საშუალება გადაიხადოს კომუნალური გადასახადები სახლიდან გაუსვლელად;
- შეამციროთ ბიზნესის ხარჯი და რიგები;
- მოიზიდოთ ახალი მომხმარებელი.
უპირატესობები:
- ელექტრონული კომერცია გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ ბიზნესის ბრუნვა;
- შესთავაზოთ მომხმარებელს სწრაფი, დაცული და ხარისხიანი მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან Visa, MasterCard, American Express ბარათების მეშვეობით;
- ბიზნესი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში;
- დაცული ანგარიშსწორება;
- 3-D Secure უსაფრთხოება Verified by VISA, MasterCard Secure Code დამატებითი ავთენტიფიკაციის სერვისი.