სახელფასო პროგრამა ამარტივებს თქვენს ორგანიზაციაში ხელფასის გაცემის პროცესს. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეღავათებით ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
უპირატესობები ორგანიზაციისთვის:
- მცირდება სალაროს ოპერაციები: სახელფასო პროგრამით ხელფასებით ჩარიცხვა დაზოგავს ძვირფას დროს, რომელსაც ჩვეულებრივ პირობებში ხელფასების გაცემისას დაკარგავდით;
- ხელფასის უსაფრთხო და სწრაფი დარიგება მარტივი გადარიცხვით. თქვენ შეგიძლიათ თავად გადარიცხოთ ხელფასები ინტერნეტბანკის მეშვეობით ორგანიზაციის თანამშრომლების საბარათე ანგარიშებზე ან ყოველთვიურად წარმოადგინოთ რეესტრი;
- მივლინებაში მყოფი თანამშრომლისთვის ხელფასის გაცემის მარტივი საშუალება – ნებისმიერ დროს მარტივი გადარიცხვით შეძლებთ მივლინებაში მყოფი თანამშრომლისთვის ხელფასის ან მივლინების თანხის ჩარიცხვას;
- სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალურობა – ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენი თანამშრომლების მოთხოვნებს – სრულად დაცულია სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.
უპირატესობები თანამშრომლებისთვის:
-
ბანკომატებისა და სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში – ხელფასის გამოტანის შესაძლებლობა „საქართველოს ბანკის“ 431 ბანკომატიდან 24 საათის განმავლობაში და მომსახურების მიღება 156 სერვისცენტრში;
-
თანხის დაცულობა – ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი დაბლოკვის მოქნილი და მრავალფეროვანი საშუალებები – ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი, SMS ბანკი, სერვისცენტრი;
-
პლასტიკური ბარათით სარგებლობა საქართველოსა და უცხოეთის მილიონობით ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში, მივლინების ან უბრალოდ მოგზაურობის შემთხვევაში;
-
გამარტივებული და შეღავათიანი პირობები სამომხმარებლო, იპოთეკურ და ავტოსესხებზე;
-
საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;
-
დანაზოგის შენახვისა და მასზე მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობა „საქართველოს ბანკის“ ვადიან, შეგროვებად, საბავშვო, მოთხოვნამდე და მაქსიმა ანაბრებზე;
-
დისტანციური საბანკო პროდუქტების სრული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა – ინტერნეტბანკი, მობილბანკი, ტელეფონბანკი, SMS ბანკი, ავტომატური გადახდები, მუდმივი საგადასახადო დავალება.