სწრაფი ნავიგაცია

საგადამხდელო სისტემა

გთავაზობთ საქართველოს ბანკის პოსტერმინალებით მომსახურებას საგადამხდელო სისტემის ფარგლებში, რაც დაგეხმარებათ:

  • დაზოგოთ ხარჯები;
  • გაზარდოთ გაყიდვები და მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები;
  • თქვენს შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს;
  • გაიმარტივოთ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურები;

 

ჩვენთან პარტნიორობის უპირატესობები:

  • მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებში არის შესაძლებელი ყველა ტიპის ბარათით გადახდა: VISA, MasterCard, American Express (ექსკლუზიურად 2009 წლიდან) და Diners Club/Discovery  (ექსკლუზიურად 2011 წლიდან);
  • საქართველოში არსებული ბარათების დაახლოებით 60-65% საქართველოს საპროცესინგო ცენტრის მიერ არის ემიტირებული (1,5 მლნ-ზე მეტი VISA/MasterCard და 107 ათასზე მეტი American Express ბარათი), რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ხარჯები;  
  • საჭროების შემთხვევაში ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებთ  24  საათის განმავლობაში;
  • ჩვენს ქსელში გაერთიანებულია 3000-ზე მეტი საშუალო თუ მსხვილი ორგანიზაცია, რაც პოსტერმინალებით მოსარგებლე კომპანიების 80%-ზე მეტს შეადგენს;
  • ბანკი თავის პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს. შედეგად, ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების დახმარებით იგზავნება მომხმარებელთან – საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებთან. აქციების შედეგად სავაჭრო ობიექტებს ეზრდებათ ტრანზაქციების მოცულობა და ეძლევათ შესაძლებლობა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები.