სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ სრულიად ახალი ინტერნეტბანკს ბიზნესისთვის!

 

BUSINESS ONLINE-ის უპირატესობები:

 
 
1. ინტერნეტბანკით სარგებლობის სრული თავისუფლება უკვე ნებისმიერი ბრაუზერით
 
2. ავტორიზაციისა და ხელმოწერის სრულიად ახალი მიდგომა
 
3. მოირგეთ ინტერნეტბანკი ისე, როგორც საქმე მოითხოვს
 
4. მოსახერხებელი სამუშაო გარემო და დიზაინი, რომელიც შეუძლებელს სცდება 
 
5. მონაცემების ექსპორტის ახალი შესაძლებლობები 
 
6. მიმღებების ბაზის შექმნა/გამოყენება
 
7. პაკეტური მიდგომა 
 
8. სახაზინო კოდების ავტომატიზაცია
 
9. მეტი უსაფრთხოება
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Bonline.ge

 

საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის მომსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს ბანკში მიუსვლელად შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ოპერაციები.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიისათვის ინტერნეტბანკის მომსახურების სისტემის რეგისტრაციას, ტექნიკურ მომსახურებასა და ასევე უფლებამოსილი პერსონალისთვის საჭირო ტრენინგის ორგანიზებას.

საქართველოს ბანკი იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ინტერნეტბანკის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • გადარიცხვასა და კონვერტაციების ოპერაციების განხორციელებას;
  • საგადასახადო დავალებების სპეციალურ პაკეტებში გაერთიანებასა და ერთი ხელმოწერით დამოწმებას (მაგალითად, ხელფასების გადარიცხვის დროს);
  • ინფორმაციის მიღება/გაგზავნას 24 საათის განმავლობაში;
  • ელექტრონული გასაღების ფორმირებისა და შიფრაციისთვის საჭირო საშუალებებით სარგებლობას; 
  • ბანკში გაგზავნილი საგადასახადო დავალებების შესრულების სტატუსის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას;
  • საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამებიდან (ORIS და GSS SUPERFIN) საგადასახადო საბუთების იმპორტირებას;
  • საბანკო ანგარიშებიდან ნაერთი ამონაწერების მიღებას;
  • საბანკო ცნობარებისა და მსოფლიოს ბანკების SWIFT კოდების მუდმივად განახლებადი ბაზით სარგებლობას

 

ფასები:

  • ინტერნეტბანკის ღირებულება: თვეში 5 ლარი
  • დიჯიპასის ღირებულება: 40 ლარი (მოწყობილობას გააჩნია 4-წლიანი საგარანტიო პერიოდი)

 

ავტორიზაციის მეთოდების გამოყენების წესი

დიჯიპასის გამოყენების წესი

შაბლონის შექმნის ინსტრუქცია

G&T-ის ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვის ინსტრუქცია  

ინტერნეტბანკის შეტყობინების მოდულით ბანკში დავალების გამოგზავნა