საქართველოს ბანკი ახალ ექსპრეს სერვისცენტრს ხსნის. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრი, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, დღეიდან, ვაჟა ფშაველას გამზირზე #7–შიც შეთავაზებს.
საქართველოს ბანკის, ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად, მომხმარებელს მოემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე, არის თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს ისარგებლოს, ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox–ით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის განაღდებას, sms სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
საქართველოს ბანკის, ახალ ექსპრეს სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის თექვსმეტი ექსპრეს სერვისცენტრი მოქმედებს.
საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრის ან ბანკომატის მოსაძებნად ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.atm.ge