საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში განთავსებული ბანკომატებიდან არა მარტო უბრალოდ თანხის გამოტანა, არამედ სხვა, მრავალფეროვანი საბანკო ოპერაციების განხორციელებაც შეგიძლიათ.
SMS სესხის მიღება
თუ თქვენ ტელეფონზე მიიღებთ სასურველ შეტყობინებას SMS სესხის დამტკიცების შესახებ, ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და იქვე, სერვისცენტრიდან გაუსვლელად, ბანკომატის საშუალებით, გამოიტანეთ თქვენი სესხის თანხა. სესხის აღების პროცედურას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ბუკლეტში ან მიმართოთ Express-კონსულტანტს.
გზავნილის მიღება
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში მაქსიმალურად გამარტივებულია გზავნილის მიღება. Express-ში განთავსებული ბანკომატებიდან საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის გამოყენებით თქვენ რამოდენიმე წუთში გაანაღდებთ გზავნილის თანხას.
"ელვა" გზავნილის მიღება უბარათოდ
ესტუმრეთ საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში განთავსებულ ბანკომატს და კომფორტულ გარემოში მიიღეთ ”ელვა” გზავნილი პლასტიკური ბარათის გარეშე, პირდაპირ ბანკომატიდან!
კომუნალური და სხვა გადახდები
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში განთავსებული ბანკომატების დახმარებით თქვენ მარტივად დაფარავთ კომუნალურ და სხვა გადასახადებს. ამისთვის უბრალოდ გამოიყენეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათი, ბანკომატის მენიუში აირჩიეთ შესაბამისი პუნქტი და მიჰყევით ინსტრუქციას.
ბარათის პინ კოდის შეცვლა
Express სერვისცენტრში შეგიძლიათ შეცვალოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათის პინკოდიც. პინკოდის შესაცვლელად მოათავსეთ პლასტიკური ბარათი ბანკომატში და მენიუში აირჩიეთ პუნქტი „პინკოდის შეცვლა“.
ნაშთის შემოწმება
Express სერვისცენტრში განთავსებული ბანკომატით შეძლებთ შეამოწმოთ თქვენს მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ნაშთი.
საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა
Express სერვისცენტრის ბანკომატებიდან შეძლებთ აწარმოოთ გადარიცხვები თქვენს ანგარიშებს შორის.