სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში განთავსებული Ipay ტერმინალების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ძირითადი საბანკო მომსახურება – შეიტანოთ თანხა ანგარიშზე ან გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები.

 

თანხის შეტანა ანგარიშზე

თქვენს ან თქვენი ახლობლის საბანკო ანგარიშზე თანხის შესატანად აირჩიეთ შესაბამისი პუნქტი iPay ტერმინალზე, მიუთითეთ ანგარიშის ნომერი სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა და მიჰყევით ინსტრუქციას.

კომუნალური და სხვა გადახდები

საქართველოს ბანკის iPay ტერმინალი გამოირჩევა მომსახურების მრავალფეროვნებით. მისი საშუალებით თქვენ არამარტო დაფარავთ სტანდარტულ კომუნალურ გადასახადებს, არამედ შეძლებთ გადაიხადოთ სხვადასხვა პოპულარული მომსახურების საფასურები,  შეავსოთ მობილური ტელეფონის ანგარიში ან გადაიხადოთ ინტერნეტის დავალიანება.