საქართველოს ბანკი რეგიონში ექსპრესების ქსელს აფართოვებს
ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრი, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქ.#115-ში შესთავაზებს.
ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად, მომხმარებელს მოემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე, არის თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს ისარგებლოს, ინტერნეტბანკის ტერმინალით, სწრაფი გადახდების ტერმინალით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის განაღდებას, SMS სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ექსპრესის სერვისცენტრების, მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.