სწრაფი ნავიგაცია

16 აგვისტო
2012
ახალციხეში Express სერვისცენტრი გაიხსნა

საქართველოს ბანკმა ახალციხეში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. 

საქართველოს ბანკის, ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად, მომხმარებელს მოემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე, არის თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს ისარგებლოს, ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox–ით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის განაღდებას, sms სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.

სერვისცენტრში რვა ადამიანი დასაქმდა.