სწრაფი ნავიგაცია

ექსპრესპაკეტი,- სწრაფი, რჩეული, სრული საბანკო მომსახურება.

საქართველოს ბანკი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ საბანკო მომსახურება - Express-ს

Express პაკეტით თქვენ მიიღებთ რჩეული სერვისების ერთობლიობას, დაზოგავთ დროს და გაიადვილებთ ყოველდღიურ ფინანსურ რუტინას.

Express-ი ეს მოსახერხებელი მრავალფეროვნებაა, იგი ფარავს საბანკო მომსახურებების სრულ სფეროს, პაკეტის შეძენისთანავე თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია.

Express თან ერთად, თქვენ ზოგავთ ძვირფას დროს , იღებთ ისეთ სერვისებს რაც აქამდე მხოლოდ სერვისცენტრში მისვლისას იყო ხელმისაწვდომი. Express-ს არ სჭირდება აქტივაცია, Visa Electron-ის ტიპის პლასტიკური ბარათი, მულტისავალუტო ანგარიში, ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი - ყველაფერი მზადაა გამოყენებისთვის შეძენისთანავე!

ექსპრესპაკეტი ეს არის:

  •  MasterCard Debit-ის ტიპის, მზა, უკონტაქტო, უსახელო ბარათი;
  • მულტისავალუტო ანგარიში;
  • ინტერნეტბანკი;
  • ტელეფონბანკი.

                                            

ექსპრესპაკეტთან ერთად თქვენ:

  •         გაანაღდებთ თანხას საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან ან სერვისცენტრებიდან;
  •         განახორციელებთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებას;
  •         შეიტანთ, ჩარიცხავთ, გადარიცხავთ თანხას;
  •         დააკონვერტირებთ ვალუტას;
  •         გააქტიურებთ მუდმივ საგადასახადო დავალებას;
  •         შეძლებთ ინტერნეტგადახდების განხორციელებას;
  •         ისარგებლებთ ელექტრონული ყულაბით;
  •         გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტით ან ავტომატური გადახდების სერვისით;
  •         მიიღებთ ფულად გზავნილებს ტელეფონის ან ბანკომატის საშუალებით.

მობრძანდით საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში და ზუსტად 5 წუთში გახდით ექსპრესპაკეტის მფლობელი - პირველი წელი უფასო, ხოლო პაკეტის გაცემიდან 1 წლის შემდეგ თვეში მხოლოდ 0,5 ლარი.

 

ექსპრესკრედიტი

უცებ დაგჭირდათ თანხა საოჯახო ნივთის, საჩუქრის შესაძენად ან  სხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად? გვეწვიეთ საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში და მიიღეთ სესხი რამდენიმე წუთში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე.

 

ექსპრესკრედიტის პირობები

  •       მსესხებლის ასაკი – 22-დან 60 წლამდე
  •       სესხის თანხა – 200 ლარი
  •       სესხის ვალუტა – ლარი
  •       სესხის ვადა – 12 თვე
  •       საპროცენტო განაკვეთი – 0%
  •       წინსწრებით დაფარვის საკომისიო – არ მოითხოვება

ექსპრესკრედიტის დაფარვა

ექსპრესკრედიტისთვის შემუშავდა სესხის დაფარვის უნიკალური, მოქნილი სისტემა. თვეში ორჯერ იხდით მხოლოდ სესხის მომსახურების საკომისიოს, სულ რაღაც 10 ლარს. ხოლო სესხის ძირითად თანხას მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისას დაფარავთ.  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივი გადახდაც, თუმცა მისი შემცირების მიუხედავად ფიქსირებული საკომისიო და გადახდის პერიოდულობა არ შეიცვლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებს ან დაუკავშირდით ბანკის ცხელ ხაზს: 2 444 444.

 

ექსპრეს ანაბარი

დაიწყეთ ზრუნვა თქვენი ოჯახის მომავალზე, გახსენით ექსპრესანაბარი და მიიღეთ მაღალი სარგებელი . საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში ანაბარის გასახსნელად საჭიროა მინიმუმ 10 ლარი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი! ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თანხა ანაბარზე, ნებისმიერ დროს, გაზარდოთ თქვენი დანაზოგი და მიიღოთ კიდევ უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი!

ექსპრესანაბრის პირობები
 

  •  ანაბრის ვალუტა: ლარი/აშშ დოლარი/ ევრო / გირვანქა სტერლინგი
  •  ანაბრის მოქმედების ვადა: 12 თვე
  •  მინიმალური შენატანი: 10 ერთეული ანაბრის ვალუტაში
  •  მინიმალური დამატებითი შენატანის მოცულობა და პერიოდულობა: არ არის შეზღუდული
  •  ანაბრის თანხის გატანა: ანაბრის მოქმედების ვადის ბოლოს
  •  თანხის გატანის საკომისიო: უფასო!

                                               

საპროცენტო სარგებელი

6 თვიანი ანაბარი

  • ლარი - 9,5%
  • აშშ დოლარი / ევრო / გირვანქა-სტერლინგი  - 6%

12 თვიანი ანაბარი

  • ლარი - 10%
  • აშშ დოლარი / ევრო / გირვანქა სტერლინგი - 6,5%