სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი ემსახურება თითქმის 2.0  მილიონ მომხმარებელთა ანგარიშს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (273 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (763 ბანკომატი), 2,681 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

 

რეიტინგები

საქართველოს ბანკი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს მინიჭებული რეიტინგი  სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან:

  • Standard & Poor’s: ‘BB-/B’
  • Moody’s: ‘B1/NP’ (FC) & ‘Ba3/NP’ (LC)
  • Fitch Ratings: ‘BB-/B’


სათავო ოფისი

გაგარინის ქუჩა 29ა, თბილისი 0106, საქართველო.


თანამშრომლების რიცხვი

საქართველოს ბანკში დასაქმებულია 4,693 თანამშრომელი.


მთლიანი აქტივები

9,171.0 მილიონი ლარი.


მთლიანი ვალდებულებები

7,773.1 მილიონი ლარი. 


კლიენტთა დეპოზიტები

4,792.0 მილიონი ლარი.


სააქციო კაპიტალი

1,398.0 მილიონი ლარი.   

 

მთლიანი სესხები

5,507.4 მილიონი ლარი  


წმინდა მოგება

144.4 მილიონი ლარი
 

აქციონერები

საქართველოს ბანკის სააქციო კაპიტალის 99.52%-ს ფლობს „ბიჯეო ჯგუფი“ (BGEO Group PLC). „ბიჯეო ჯგუფის“ აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ბაზარზე. „ბიჯეო ჯგუფი“ ასევე შედის ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის, FTSE 250-ის კომპანიათა ჩამონათვალში.

„ბიჯეო ჯგუფის“ აქციების 94%–ს ფლობენ წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, აშშ, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები და სხვ.

„ბიჯეო ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი აქციონერები არიან:

  • Harding Loevner  Management LP 9.68%
  • Schroders Investment Management 6.52%
  • Artemis Investment Management 3.96%
  • Westwood International Advisors 3.73%

 

სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს ბანკის კორპორაციული მართვა შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის მომთხოვნ კოდექსთან. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო აყალიბებს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევს კომპანიის მენეჯმენტის მუშაობას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არააღმასრულებელია და ბანკის დირექტორთა საბჭოსგან დამოუკიდებელია. სამეთვალყურე საბჭო კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს დირექტორთა საბჭოს და აკონტროლებს მენეჯმენტის მიერ სტრატეგიის შესრულებას. 
საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისგან, რომელთაგან შვიდი დამოუკიდებელია.


საბანკო მომსახურებამიმართულებები

საცალო საბანკო მომსახურება: საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი ბანკია და ემსახურება 1,579,829 მომხმარებელს.

საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურება, სთავაზობს მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები, ლომბარდის მომსახურება და სხვ.

SOLO: სრულიად ახალი სიტყვაა პრემიალური საბანკო მომსახურების სეგმენტში. SOLO კონცეფციის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით – დიზაინი, მომსახურება თუ დამოკიდებულება, აწყობილია SOLO მომხმარებლის მოლოდინების გარშემო. SOLO მომხმარებელი არის ყველა მოვლენის ცენტრში, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა თუ სერვისებით და იზიარებს SOLO LIFESTYLE-ის უსაზღვრო შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ მომხმარებელი გახდეს SOLO კლიენტი, მისი ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინ. 3,000 ლარს, ან ქონდეს ვადიანი ანაბარი საქართველოს ბანკში მინ. 20,000 ლარის ოდენობით. სადღეისოდ SOLO ემსახურება 14,896 მომხმარებელს.

Express Bank-: Express Bank-ის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუღოს კარი და გაუმარტივოს ბანკთან ურთიერთობა. Express Bank-ში მომხმარებელს ყველაზე სწრაფ მომსახურებას და მხოლოდ ძირითად, აუცილებელ თუ ნაცნობ საბანკო პროდუქტებს ვთავაზობთ. სადღეისოდ, Express Bank-ი ემსახურება 445,118 მომხმარებელს.


კორპორაიული საინვესტიციო საბანკო მომსახურება:

საქართველოს ბანკი ქვეყანაში კორპორატიული სექტორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება კომპანიებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კორპორატიული ბანკირების მომსახურებას, რომლებიც განაწილებული არიან ეკონომიკის დარგების მიხედვით და ზედმიწევნით იცნობენ შესაბამისი ინდუსტრიის სპეციფიკას. სასესხო მომსახურების გარდა, საქართველოს ბანკი სთავაზობს კომპანიებს ვაჭრობის ფინანსირებას და, ასევე, ლიზინგის მომსახურებას, შვილობილის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მეშვეობით. 

კორპორაციული საინვესტიციო საბანკო მომსახურება ასევე მოიცავს დაგროვილი ქონების მართვასა და საქართველოს ბანკის  საბროკერო მიმართულებას, „გალტ & თაგგარტს“.  დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება განკუთვნილია მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის, რომელთაც ბანკი თავაზობს პირადი ბანკირის მომსახურებასა და საერთაშორისო საინვესტიციო პროდუქტებს, ბანკის წარმომადგენლობების მეშვეობით: თელ ავივში, ლონდონში, ბუდაპეშტსა და სტამბოლში. „გალტ & თაგგარტი“ აერთიანებს კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურებას, კერძო კაპიტალისა და საბროკერო მომსახურებას.
 

 

წარმოდგენილი მონაცემები განახლებულია 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით.