არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, კორპორატიული საბანკო საქმიანობის მიმართულებით 2008 წლიდან. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე არჩილი კორპორატიული რესტრუქტურიზაციის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა „თიბისი ბანკში“. საქართველოში დაბრუნებამდე, იგი მოღვაწეობდა ლონდონში “Lehman Brothers Private Equity”-ში (ამჟამად Trilantic Capital Partners), ხოლო 1998-2004 წლებში მუშაობდა “Salford Equity Partners”-ში, EBRD-ს თბილისისა და ლონდონის ოფისებში უფროს ანალიტიკოსად, “KPMG Barents”-ში – უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად, მსოფლიო ბანკის “CERMA”-ს პროექტში – გუნდის ლიდერად. არჩილი არის CFA სერტიფიკატის მფლობელი და CFA საზოგადოების წევრი, ამასთან, მან მიიღო MBA ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და იურისპრუდენციაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.