2007 წელს 28-წლიანი კარიერის შემდეგ ბიზნესისა და ფინანსების სამართლის დარგში დეივიდ მორისონმა გადაწყვიტა თავი მიუძღვნას ბუნების კონსერვაციის საკითხებს. 2008 წელს ის გახდა ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის – „კავკასიის ბუნების ფონდის“ – აღმასრულებელი დირექტორი. ფონდი თანამშრომლობს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებთან ბიომრავალფეროვანი კავკასიის რეგიონის ბუნების დასაცავად. ფონდის თავდაპირველ სპონსორებს შორისაა გერმანიის მთავრობა, ასევე WWF და “Conservation International”-ი. „კავკასიის ბუნების ფონდში“ საქმიანობის დაწყებამდე ბატონმა მორისონმა მისი კარიერა განვლო პრესტიჟულ იურიდიულ ფირმა “Sullivan & Cromwell LLP”-ში, სადაც ის ევროპის ოფისების მმართველ პარტნიორად მუშაობდა. მისი იურიდიული საქმიანობა მოიცავდა მაღალი დონის რჩევების მიცემას სააქციო საზოგადოებებისთვის, შერწყმა-შესყიდვებით დაწყებული, კაპიტალის მოძიებით დამთავრებული. ასობით საქმეში, რომლებშიც ის წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას, მრავალი საინვესტიციო ბანკი და სხვა კომპანიები თვლიდნენ მას ძირითად მრჩევლად. მისი საქმიანობიდან აღსანიშნავია დიდი ევროპული პრივატიზაციები – Deutsche Telekom, Renault, Swisscom, Deutsche Post და Austrian Post-ი. დეივიდ მორისონის კლიენტები საბანკო სექტორიდან იყვნენ – Banco Espirito Santo – პორტუგალიაში და АW – გერმანიის განვითარების ბანკი (ბ-ნი მორისონი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა KfW-ს საფინანსო ფილიალის დირექტორთა საბჭოში). ის იყო “Sullivan & Cromwell’s”-ის გერმანიასა და საფრანგეთში გაფართოებისა და ფირმის ათმაგი ორგანული ზრდის გამწევი ძალა მისი იქ მუშაობის პერიოდში. ბ-ნი მორისონი არის ავტორი რამდენიმე პუბლიკაციისა, რომლებიც ეხება ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის თემას. ის აღიარებულია როგორც ორი იურისდიქციის, ფრანგულისა და გერმანულის, წამყვანი იურისტი, რაც ძალიან იშვიათია.
დეივიდ მორისონი შეერთებული შტატების მოქალაქეა. მან დაამთავრა იელის კოლეჯი 1974 წელს, მიიღო ხარისხი იურისპრუდენციაში UCLA – ში და იყო ფულბრაითის მკვლევარი ფრანკფურტის უნივერსიტეტში. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა, ბრწყინვალედ საუბრობს ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ამჟამად ის პარიზში ცხოვრობს.