სწრაფი ნავიგაცია

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი ბენეფიტები კონკურენტული იყოს ჩვენი ინდუსტრიის ლიდერებთან შედარებით. ჩვენი კომპენსაციის და ბენეფიტების პაკეტები შექმნილია თანამშრომლების მოტივაციისა და მათი შედეგიანი შრომის დასაფასებლად. 

თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ოდენობა გადაიხედება ყოველწლიურად და შესაძლოა მოიცავდეს:

  • ძირითად ხელფასს – თანამშრომლის პოზიციასთან დაკავშირებული ფიქსირებული ნაწილი, რომელიც ასახავს უნარ-ჩვევებს, კარიერას კომპანიაში და პასუხისმგებლობის დონეს;
  • წლიურ ბონუსს  – ცვალებადი ნაწილი ფულადი და/ან აქციების სახით, რომელიც განისაზღვრება რიგი ფაქტორებით, რომელთა შორისაა მთლიანად კომპანიის, თანამშრომლის ბიზნეს ქვედანაყოფის / დეპარტამენტის და თანამშრომლის ინდივიდუალური შედეგები.
    გვჯერა, რომ თანამშრომელთა მონაწილეობა კომპანიის თანა-მფლობელობაში საუკეთესოდ შეესაბამება როგორც თანამშრომელთა, ისე აქციონერთა ინტერესებს.
  • გარკვეულ დამატებით ბენეფიტებს, როგორიცაა სამედიცინო დაზღვევა, საპენსიო სქემა.

ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ იმის უზრუნველყოფას, რომ თანამშრომელთა ანაზღაურება სრულად შეესაბამებოდეს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და რომ დადგენილი ანაზღაურების დონეები კონკურენტული იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.