სწრაფი ნავიგაცია

სად შემიძლია გავეცნო ინფორმაციას საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ?

საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის კარიერის ვებ გვერდის ვაკანსიების სექციაში.

როგორ წარმოვადგინო  სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე  საქართველოს ბანკში?

 

ა) მიმდინარე ვაკანსიაზე:

გთხოვთ გაეცნოთ კომპანიის მიმდინარე ვაკანსიებს  და სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე გამოაგზავნოთ თქვენი გამოცდილებისა და უნარების შესაბამის ვაკანსიაზე.

ბ) ზოგადად (არა მიმდინარე ვაკანსიაზე):

თუ არ ბრძანდებით დაინტერესებული კომპანიის მიმდინარე ვაკანსიებით, საშუალება გაქვთ სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე გამოაგზავნოთ ზოგადად (არა მიმდინარე ვაკანსიაზე) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@bog.ge და სააპლიკაციო ფორმაში/რეზიუმეში მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობის სფერო და/ან კონკრეტული ვაკანსიის სახელწოდება. თქვენი სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე განთავსდება  საქართველოს ბანკის აპლიკანტების მონაცემთა ბაზაში, რაც საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ შემოგთავაზოთ თქვენი უნარებისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება. განაცხადის წარმოდგენის პროცესში ასევე დაგეხმარებათ სააპლიკაციო ფორმის შევსება

შემიძლია, თუ არა, სააპლიკაციო ფორმის/რეზიუმეს ამობეჭდილი ვერსიის წარდგენა საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, ან თბილისის სერვის ცენტრში?

არა. სააპლიკაციო ფორმის/რეზიუმეს წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სახით. გთხოვთ იხილოთ როგორ წარმოვადგინო  სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე  „საქართველოს ბანკში“?

გამოვაგზავნე სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე საქართველოს ბანკში, როგორ შემიძლია გადავაწმო მიიღეთ თუ არა ელექტრონული ფოსტით ჩემი ინფორმაცია?

სააპლიკაციო ფორმის/რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომლის საშუალებითაც გამოაგზავნეთ თქვენი ინფორმაცია, მიიღებთ საქართველოს ბანკის დადასტურებას ჩვენს სისტემაში თქვენი სააპლიკაციო ფორმის წარმატებით განთავსების შესახებ.

გამოვაგზავნე სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიაზე, როდის დამიკავშირდებიან?

თქვენთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნებთან თქვენი სააპლიკაციო ფორმის/რეზიუმეს შესაბამისობის შემთხვევაში ვაკანსიის გამოცხადების ბოლო ვადის  დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში.  თუ არ მოხდა თქვენთან დაკავშირება გთხოვთ იხილოთ გამოვაგზავნე სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე საქართველოს ბანკის ვაკანსიაზე, არ მოხდა ჩემთან დაკავშირება, განიხილება თუ არა ჩემი სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე სხვა ვაკანსიებზე?

როგორ ხდება კანდიდატებთან დაკავშირება საკონკურსო პროცედურაზე მოწვევისას?

კანდიდატის მოწვევა საკონკურსო პროცედურაზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი საშუალებებით:

  • სატელეფონო ზარი (მობილური/ქალაქის ტელეფონის ნომერი);
  • მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS);
  • ელექტრონული ფოსტა.

დაკავშირება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება სატელეფონო ზარის საშუალებით კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ მობილურ/ქალაქის  ტელეფონის ნომერზე.

საკონკურსო პროცედურის სპეციფიკის შესაბამისად შესაძლებელია კანდიდატთან დაკავშირება მოხდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით კანდიდატის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. შეტყობინება საკონკურსო პროცედურაზე მოწვევის შესახებ გამოგეგზავნებათ საქართველოს ბანკის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემის ნომრიდან 4444. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ნომრიდან მიღებული შეტყობინება არ უნდა განიხილოთ როგორც საქართველოს ბანკის მოწვევა საკონკურსო პროცედურაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სააპლიკაციო ფორმაში ან რეზიუმეში არ არის მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი, დაკავშირება მოხდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ სხვა ტელეფონის ნომერზე.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმაში/რეზიუმეში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ელექტრონულ მოწვევას უმეტეს შემთხვევებში მიიღებთ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართიდან inforecruit@bog.ge


 

გამოვაგზავნე სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე საქართველოს ბანკის ვაკანსიაზე, არ მოხდა ჩემთან დაკავშირება,

ან

მონაწილეობა მივიღე საქართველოს ბანკის ვაკანსიის შესარჩევ საკონკურსო პროცედურაში, რომლის დასრულების შემდეგ არ მოხდა ჩემი შერჩევა,

განიხილება თუ არა ჩემი სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე სხვა ვაკანსიებზე?

დიახ, კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე და საკონკურსო პროცედურის შედეგები ინახება კომპანიის კანდიდატთა მონაცემთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში და  განიხილება სხვა – კანდიდატის გამოცდილებისა და უნარების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

შეიძლება თუ არა სტაჟირების/პრაქტიკის გავლა საქართველოს ბანკში?

გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო კატეგორიას სტაჟორი/დამწყები

რა ეტაპებისაგან შედგება შერჩევის პროცესი?

ბანკში კანდიდატების შერჩევის პროცესი განსხვავდება სამუშაო კატეგორიების მიხედვით და დამოკიდებულია ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნებზე. გთხოვთ იხილოთ შერჩევის პროცესი. 

მოწვეული ვარ ტესტირებაზე, რისი წარმოდგენაა სავალდებულო ტესტირებაზე?

გთხოვთ ტესტირების საკონკურსო ეტაპზე წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS)  საშუალებით ტესტირებაზე მოწვევის შემთხვევაში, გთხოვთ ტესტირების ეტაპის დასრულებამდე არ წაშალოთ მიღებული SMS შეტყობინება.

მონაწილეობა მივიღე საკონკურსო პროცედურაში, როდის შევძლებ შევიტყო მოხდა თუ არა ჩემი შერჩევა ვაკანსიაზე?

საკონკურსო პროცედურის ბოლო ეტაპიდან 2 კვირის განმავლობაში დაგიკავშირდებით ნებისმიერ შემთხვევაში, შერჩევის შესახებ დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ.