სწრაფი ნავიგაცია

სააპლიკაციო პროცესი იწყება საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

სრულყოფილად მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ კომპანიის ვაკანსიების მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობა.

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია:

  • კომპანიის მიმდინარე ვაკანსიაზე;
  • აპლიკანტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის,  სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებისათვის.

მიმდინარე ვაკანსიაზე სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე, ყურადღებით გაეცანით კომპანიის არსებულ ვაკანსიებს და სააპლიკაციო ფორმა წარმოადგინეთ ვაკანსიაზე, რომელიც მეტად შეესაბამება თქვენს უნარებს, გამოცდილებასა და ინტერესების სფეროს.

თუ არ ბრძანდებით დაინტერესებული კომპანიის მიმდინარე ვაკანსიებით, საშუალება გაქვთ ზოგადად წარმოადგინოთ სააპლიკაციო ფორმა(არა მიმდინარე ვაკანსიაზე) და მიუთითოთ  თქვენი ინტერესები და/ან კონკრეტული ვაკანსიის სახელწოდება.


დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები.