სწრაფი ნავიგაცია

ჩვენ  გვჭირდება განათლებული, მოტივირებული, მიზანსწრაფული, შემოქმედებითი და გუნდური სულისკვეთების  ახალგაზრდები, რომელთაც სურთ შეისწავლონ ბანკის მუშაობის პრინციპები საწყისი საფეხურიდან და განავითარონ თავისი პროფესიონალიზმი და კარიერა საქართველოს ბანკში. „საქართველოს ბანკის“ ვაკანსიების  საკონკურსო პროცედურას და ტრეინინგების პროგრამას ბევრი დამწყები კანდიდატი გადის და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობს.  ბანკი ყოველთვის მზად არის საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლებს შეუქმნას პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები.

საქართველოს ბანკში სამუშაოდ ვიწვევთ წარმატებულ სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე ახალგაზრდებს უმაღლესი განათლებით, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამებს დამწყებთათვის, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ჩაერთოთ საქართველოს უმსხვილესი ფინანსური კომპანიის მუშაობაში, შეისწავლოთ ფინანსური მომსახურების ინდუსტრია და გაიცნოთ ჩვენი კორპორატიული კულტურა.

გაეცანით ჩვენს პროგრამებს დამწყებთათვის, შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, მიუთითეთ ფორმაში თქვენთვის სასურველი პროგრამის დასახელება,  გამოგვიგზავნეთ და მიიღეთ მონაწილეობა საკონკურსო პროცესში.

გთხოვთ გაეცნოთ მიმდინარე ვაკანსიებს

პროგრამები დამწყებთათვის

სტუდენტური პროგრამა

ბანკი პერიოდულად ატარებს სტაჟირების პროგრამას უნივერსიტეტების შესაბამისი სკოლების მაღალკურსელთათვის. სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსში ერთვებიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერსიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, ჩაერთვებიან  სტაჟირების პროგრამაში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ტრენინგებს, ასევე პრაქტიკას ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. პრაქტიკის ყოველი ეტაპის დასასრულს ხდება სტაჟორის შედეგების შეფასება. წარმატებულმა სტუდენტებმა შესაძლოა მიიღონ დასაქმების შეთავაზება სტაჟირების პროგრამაში ჩართული რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან.  

გთხოვთ გაეცნოთ მიმდინარე პროგრამებს

 

საზაფხულო სამუშაო

საქართველოს ბანკი პერიოდულად აცხადებს საზაფხულო სამუშაოს სტუდენტებისთვის.  ვაკანსიის დეტალები ჩვეულებრივ, ცხადდება აპრილი–მაისის პერიოდიდან.

გთხოვთ გაეცნოთ მიმდინარე ვაკანსიებს