სწრაფი ნავიგაცია

 

ალდაგი ბისიაი

,,ალდაგი ბისიაი“ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია და 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს.

 

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ მუშაობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:

- მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება 
- მოქნილი, ინდივიდზე მორგებული პროდუქტები 
- მარტივი პროცედურები 
- მოქნილი სატარიფო პოლიტიკა 
- სადაზღვევო შემთხვევის ეფექტური დარეგულირება

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  ვებგვერდს: http://www.aldagibci.ge

 

სბ უძრავი ქონება

2006 წელს დაარსებულ სს „სბ უძრავ ქონებას“ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე.

 

„სბ უძრავი ქონების“ აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული კომპანიაში.

„სბ უძრავი ქონების“ ძირითადი მიმართულებებია:

- უძრავი ქონების განვითარება და დეველოპმენტი 
- ქონების (საკუთრების) მართვა და მენეჯმენტი 
- პროექტების მართვა 
- საბროკერო მომსახურება

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.sbre.ge

 

ბიჯი კაპიტალი

„ბი ჯი კაპიტალი“ (ყოფილი ,,გალთ & თაგგარტ სექუირთი“) დაარსდა 2000 წელს და წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ შვილობილ საინვესტიციო ბანკს. მისი საქმიანობის სფერო საქართველოს გარდა ვრცელდება უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის განვითარებად ბაზრებზე.

 

„ბი ჯი კაპიტალი“ ერთადერთი საინვესტიციო ბანკია რეგიონში, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებას IFRS სტანდარტების მიხედვით აწარმოებს,  ამასთან შესაძლებლობა აქვს ივაჭროს მსოფლიოს 180 სხვადასხვა ბირჟაზე და კლიენტებს საინვესტიციო და კორპორატიული საბანკო მომსახურებების სრული ასორტიმენტი შესთავაზოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.bgcapital.ge

 

საქართველოს სალიზინგო კომპანია (GLC)

საქართველოს სალიზინგო კომპანია 2001 წელს დაარსდა. ის იყო პირველი, რომელმაც კლიენტებს შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო.

 

2005 წელს „საქართველოს ბანკისა“ და „თბილუნივერსალბანკის“ შერწყმის შედეგად GLC გახდა „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.glc.ge

 

დახურვა