სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

საქართველოს ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავაზობს მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

• ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ
 

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოების პირობები განთავსებულია ბმულზე:

 კლიენტის დავალებით სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით ოპერაციების წარმოების პირობები
 

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოებისთვის საჭიროა ინვესტორს ქონდეს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიში საქართველოს ბანკში და ასევე გაფორმებული ქონდეს ქვემოთ მითითებული ხელშეკრულებები:

 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება

 ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის მომსახურების ხელშეკრულება
 

ანგარიშის გახსნა ინვესტორს შეუძლია ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმება საცალო ან სოლო სერვის ცენტრში. ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციას ასრულებს კლიენტის მიერ შევსებული  განაცხადი -ს საფუძველზე.

 

რეპო გარიგება
 
საქართველოს ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს რეპო მომსახურებას. 
რეპო არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა შემდგომში იმავე ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან ყიდვის (გამოსყიდვის) ვალდებულებით. 
 
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე რეპო ოპერაციების წარმოებისთვის საჭიროა ინვესტორს გახსნილი ქონდეს ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში საქართველოს ბანკში და  რეპო გარიგებისთვის გააფორმოს ქვემოთ მითითებული ხელშეკრულებები:

რეპო გარიგების შესახებ ხელშეკრულება
რეპო გარიგების შესახებ ხელშეკრულების დანართი