სწრაფი ნავიგაცია

სადეპოზიტო სერტიფიკატი

სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების პირობები  ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ "კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულებას". 

სადეპოზიტო სერტიფიკატი - ბანკის მიერ დემატერიალიზებული ფორმით გამოშვებული სტანდარტული ან/და არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც განსაზღვრავს ბანკის ვალდებულებას ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ დღეს სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო თანხა (ნასყიდობის საფასური).

საქართველოს ბანკი უშვებს ორი ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატს - დისკონტური  და საპროცენტო.

დისკონტური სადეპოზიტო  სერტიფიკატი - სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი, რომლის შეძენის შემთხვევაში კლიენტის მიერ გადასახდელი, ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებული, საანგარიშსწორებო თანხა განისაზღვრება შეღავათიანი პირობებით ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით. დასარიცხი საპროცენტო სარგებლის მოცულობა განისაზღვრება ნომინალურ ღირებულებასა და საანგარიშსწორებო თანხას (ნასყიდობის საფასური) შორის არსებული სხვაობის მოცულობით, რასაც კლიენტი, მის მიერ გადახდილ საანგარიშსწორებო თანხასთან ერთად, მიიღებს სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ბოლოს.

საპროცენტო სადეპოზიტო  სერტიფიკატი - სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი, რომლის შეძენის შემთხვევაში კლიენტი გადაიხდის, ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებულ, საანგარიშსწორებო თანხას, რომელიც სადეპოზიტო სერთიფიკატის პირველადი განთავსების დროს წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდზე, აღნიშნულ თანხას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი, რომელსაც კლიენტი მიიღებს ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებული პერიოდულობით, ხოლო ნომინალურ ღირებულებას - სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ბოლოს.

სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების მინიმალური ოდენობაა 5,000 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში. სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვისას (ვადის გასვლისას) სადეპოზიტო სერტიფიკატის რეგისტრაციის სერვის ცენტრიდან სერტიფიკატის თანხის განაღდება უფასოა, ხოლო სხვა შემთხვევაში განაღდების საკომისიო განისაზღვრება, განაღდების მომენტში ბანკში მოქმედი მიმდინარე ანგარიშიდან თანხის განაღდების სტანდარტული ტარიფით; სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო  განისაზღვრება გასხვისებული სერტიფიკატის ღირებულების 0.1%, მინიმუმ 20 ლარით.

 

 

სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო სარგებელი

ვადა განაკვეთი ლარი აშშ დოლარი ევრო გირვანქა
სტერლინგი
3 ნომინალური 7.75% 1.75% 0.00% 0.30%
ეფექტური 7.98% 1.76% 0.00% 0.30%
6 ნომინალური 8.75% 2.15% 0.00% 0.55%
ეფექტური 8.94% 2.16% 0.00% 0.55%
9 ნომინალური 9.25%
2.80%
0.20% 1.25%
ეფექტური 9.35% 2.81% 0.20% 1.25%
12 ნომინალური 9.75%
3.40%
0.85% 1.75%
ეფექტური 9.75% 3.40% 0.85% 1.75%
18 ნომინალური 10.25%
3.95%
1.15% 2.20%
ეფექტური 10.00% 3.91% 1.15% 2.19%
24 ნომინალური 10.75%
4.45%
1.50% 2.55%
ეფექტური 10.23% 4.35% 1.49% 2.52%
36 ნომინალური 11.40%
5.25%
2.05% 3.10%
ეფექტური 10.30% 5.00% 2.01% 3.01%
48 ნომინალური 12.00% 5.75% 2.50% 3.65%
ეფექტური 10.30% 5.31% 2.41% 3.47%
60 ნომინალური 12.25% 6.10% 2.80% 4.00%
ეფექტური 10.02% 5.47% 2.66% 3.71%
 

ვადა განაკვეთი ლარი აშშ დოლარი ევრო გირვანქა
სტერლინგი
3 ნომინალური 7.60% 1.75% 0.00% 0.30%
ეფექტური 7.87% 1.76% 0.00% 0.30%
6 ნომინალური 8.60% 2.15% 0.00% 0.55%
ეფექტური 8.95% 2.17% 0.00% 0.55%
9 ნომინალური 9.00%
2.75%
0.20% 1.20%
ეფექტური 9.38% 2.78% 0.20% 1.21%
12 ნომინალური 9.35%
3.35%
0.85% 1.70%
ეფექტური 9.76% 3.40% 0.85% 1.71%
18 ნომინალური 9.55%
3.85%
1.15% 2.10%
ეფექტური 9.98% 3.92% 1.16% 2.12%
24 ნომინალური 9.80%
4.30%
1.45% 2.40%
ეფექტური 10.25% 4.39% 1.46% 2.43%
36 ნომინალური 9.85%
4.85%
1.95% 2.95%
ეფექტური 10.30% 4.96% 1.97% 2.99%
48 ნომინალური 9.90%
5.20%
2.35% 3.40%
ეფექტური 10.36% 5.33% 2.38% 3.45%
60 ნომინალური 10.00% 5.35% 2.60% 3.65%
ეფექტური 10.47% 5.48% 2.63% 3.71%
 
 
 
განმარტება:
 
  • საპროცენტო ტიპი - პროცენტის ყოველთვიური გატანით;
  • ვადა - მოცემულია თვეებში;
  • ბანკის მიერ გამოშვებული სერტიფიკატის გამოსყიდვის შემოსავლიანობა განისაზღვრება დაფარვამდე დარჩენილი ვადის ტოლი ან უახლოესი მეტი ვადის სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს დამატებული 2%-ის ოდენობით; ბანკს უფლება აქვს შეცვალოს ან გააუქმოს გამოსყიდვის პირობა ნებისმიერ  მომენტში, წინამდებარე ვებ-გვერდზე ცვლილების შეტანით;
  • ავსტრალიური დოლარის, კანადური დოლარის, ჩეხური კრონის, ჰონკონგური დოლარის, ახალზელანდიური დოლარის, პოლონური ზლოტის და სინგაპურული დოლარის შემთხვევაში ვრცელდება გირვანქა სტერლინგის განაკვეთები;
  • შვეიცარული ფრანკის, უნგრული ფორინტის, ისრაელის შეკელის, ნორვეგიული კრონის, იაპონური იენის, შვედური კრონისა და დანიური კრონის შემთხვევაში ვრცელდება ევროს განაკვეთები;
  • არაბეთის გ. ს. დირჰამის, სომხური დრამის, აზერბაიჯანული მანათის, ბელორუსული რუბლის, ჩინური იუანის, ინდური რუპიის, ყაზახური ტენგეს, რუსული რუბლის, თურქული ლირის  შემთხვევაში ვრცელდება აშშ დოლარის განაკვეთები;
 
სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისებისას ფასთაშორისი სხვაობის სახით (არასაპროცენტო) შემოსავლის მიღების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ შემოსავლის დეკლარირება და შესაბამისი გადასახადის გადახდა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.