სწრაფი ნავიგაცია

 

არჩილ გაჩეჩილაძე

გენერალური დირექტორი

არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობამდე, მას არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის - იყო კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი და ამავდროულად, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2018 წლებში იგი “GWP“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

არჩილ გაჩეჩილაძეს „საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. 2016-2017 წლებში  იგი „საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახლდათ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

2015-2016 წლებში არჩილი “BGEO ჯგუფის” ფინანსური დირექტორი იყო; 2009-2015 წლებში კი „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

უფრო ადრე, 2000-2008  წლებში, არჩილი დასაქმებული გახლდათ მაღალი რანგის პოზიციებზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა “Lehman Brothers Private Equity”, “Salford Equity Partners”-ი, “EBRD”-ი, “KPMG Barents”-ი, “World Bank”-ი.     

არჩილ გაჩეჩილაძე კორნელის უნივერსიტეტის (Ithaca, NY), Johnson Graduate School of Management-ის კურსდამთავრებულია MBA ხარისხით. ის ასევე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

 

სულხან გვალია

გენერალური დირექტორის მოადგილე,
ფინანსები

სულხან გვალია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსური მიმართულებით 2019 წლის მაისში დაინიშნა.
 
სულხან გვალიას აქვს საბანკო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა წამყვან მენეჯერულ თანამდებობებს. 2005 წლიდან 2012 წლამდე ის იყო რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. 2012 წელს კი სათავეში ჩაუდგა კორპორაციულ საბანკო მიმართულებას, რომელსაც 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა.
 
სულხან გვალია საქართველოს ბანკის მიერ TbilUniversalBank-ის შეძენამდე, ასევე იყო TbilUniversalBank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2004 წლის ნოემბრამდე.
 
საქართველოს ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე სულხან გვალია იყო E-Space Limited Tbilisi-ის გენერალური დირექტორი. ამასთან, ის არის ამავე კომპანიის დამფუძნებელი. E-Space ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ელექტრო მანქანების დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს. 
 
სულხან გვალიას მიღებული აქვს იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

ლევან ყულიჯანიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე,
საოპერაციო მიმართულება

ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ საოპერაციო მიმართულებით 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მანამდე, 2015 წლიდან ის მოადგილის რანგში ბანკის ფინანსებს უძღვებოდა. 2009 წლიდან ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოს ბანკში შესაბამისობისა და შიდა კონტროლის მიმართულებების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ის საქართველოს ბანკში 1997 წლიდან მოღვაწეობს. იყო შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2000-2009 წლებში), ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი (1999-2000 წლებში), სტრატეგიისა და დაგეგმვის დეპარტამენტისა და ფინანსური ანალიტიკური სამსახურის უფროსი (1997-1999 წლებში). 

ლევან ყულიჯანიშვილი ფლობს გრენობლის ბიზნესის სკოლის MBA ხარისხსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკასა და ვაჭრობაში.

 

გიორგი ჭილაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე,
რისკების მართვა

გიორგი ჭილაძე დაინიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ რისკების მართვის დარგში 2013 წლის სექტემბერში.
 

2008–2012 წლებში, გიორგის ეკავა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ფინანსების დარგში. 1995-2000 წლებში გიორგი The Johns Hopkins University-ში, (ქ. ბალტიმორი, აშშ) პროფესორის ასისტენტის თანამდებობა ეკავა. 2012–2013 წლებში  გიორგიმ იმოღვაწევა საპარტნიორო ფონდში, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2000-2003 წლებში გიორგი ნიუ იორკში, კომპანია Bear Stearns & Co -ში ანალიტიკოსად მუშაობდა, 2004-2005 წლებში სადაზღვევო კომპანია „ევროპეისის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი წევრი გახდა. 
 
2004-2005 წლებში დააფუძნა მენეჯმენტის საკითხებში საკონსულტაციო ფირმა შპს „ალტერგრუპი“. 2005-2008 წლებში გიორგი ჭილაძე სს „ბითიეი ბანკის“ (საქართველო) გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2008 წლის ოქტომბერში კი საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორი ხდება.


გიორგი ჭილაძეს მიღებული აქვს მეცნიერების დოქტორის წოდება ფიზიკაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისგან, ბალტიმორში, მერილედნი და ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

 

ვახტანგ ბობოხიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე,
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ვახტანგ ბობოხიძე 2018 წლის 23 მარტს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მან კარიერა 2005 წელს საქართველოს ბანკში ხარისხის კონტროლის ინჟინერის პოზიციით დაიწყო. 2005-2013 წლებში მუშაობდა დეველოპერად, ანალიტიკოსად, ბიზნეს კონსულტანტად. ამ ხნის განმავლობაში, ვახტანგ ბობოხიძემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ღირებული პროფესიული ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ამას კი კარიერაში მნიშვნელოვანი დაწინაურებები მოჰყვა. 2013 წელს დეველოპმენტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა; მოგვიანებით იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2016 წლიდან კი საქართველოს ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

ვახტანგ ბობოხიძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს. მანამდე, ამავე უნივერსიტეტში გავლილი აქვს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ასევე ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

 

მიხეილ გომართელი

გენერალური დირექტორის მოადგილე,
საცალო საბანკო მომსახურება

მიხეილ გომართელი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა 2009 წლის თებერვლიდან.

1997 წლიდან მიხეილს წამყვანი პოზიციები ეკავა. იგი იყო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2000-2002); ფილიალების მართვისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2002–2003); ფილიალების მართვისა და გაყიდვების კოორდინაციის ხელმძღვანელი (2003–2004); სტრატეგიისა და დაგეგმარების ხელმძღვანელი (2004-2005); ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი (2005 წლის მარტი-ივლისი) და საცალო საბანკო საქმიანობის თანადირექტორი (2007 წლის მარტი - 2009 წლის თებერვალი).

მიხეილ გომართელს მიღებული აქვს დიპლომი ეკონომიკის დარგში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ეთერ ირემაძე

SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი

ეთერ ირემაძის კარიერა 1999 წელს ინტელექტბანკში საკრედიტო განყოფილების სპეციალისტად დაიწყო, 2000-2001 წლებში კი გადაინაცვლა ბუღალტერიის განყოფილებაში. 2001-2002 წლებში ეთერი იკავებდა საკრედიტო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას, მოგვიანებით კი გახლდათ დოკუმენტური ოპერაციების მართვის განყოფილების უფროსი. ეთერმა საქართველოს ბანკში კარიერა 2006 წელს დაიწყო, ეკავა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტში ანგარიშთა მმართველის პოზიცია, რის შემდეგაც გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი.
 
2006-2008 წლებში ეთერ  ირემაძე იყო კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ურთიერთობების მენეჯერი, 2009 წელს კი გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის სექტორის უფროსი.
 
2009-2016 წლებში ეთერ ირემაძეს ეკავა დირექტორის თანამდებობა კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფში, მოგვიანებით ის SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 
 
2017-2019 წლებში ეთერმა გადაინაცვლა GGU-ში (Georgian Global Utilities) და იყო სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლის მაისიდან დღემდე მას უკავია SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობა.
 
ეთერ ირემაძეს ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის გრენობლის ბიზნესსკოლის (GGSB) / კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
 

ზურაბ მასურაშვილი

მცირე და საშუალო ბიზნესის  მიმართულების ხელმძღვანელი

ზურაბ მასურაშვილის კარიერა 1997 წელს საქართველოს პარლამენტში დაიწყო, 2001 წელს კი საქართველოს ბანკს საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე შემოუერთდა. 2003 წელს მან Bannock consulting-ში გადაინაცვლა, რის შემდეგაც  EBRD-ს მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამის ადგილობრივი ექსპერტი გახდა. 2005-2006 წლებში ზურაბ მასურაშვილი იკავებდა EBRD-ს მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამის მრჩევლის თანამდებობას ბიზნესისა და ფინანსური კონსალტინგის მიმართულებით, 2006 წელს კი გახლდათ The World Bank-ის Access to Rural Finance in Bangladesh-ის პროგრამის კონსულტანტი. 2006-2007 წლებში ზურაბი იყო GTZ-ის პროგრამის − Micro Finance and Reform of Rural Finance Secto-ის − კონსულტანტი, საიდანაც გადაინაცვლა ტაობანკში დირექტორის თანამდებობაზე.  
 
2007-2015 წლებში ზურაბს პრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ეკავა, 2015 წელს დაბრუნდა საქართველოს ბანკში  და დაიკავა ექსპრესსაბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2016-2017 წლებში შეიცვალა პოზიცია და გახდა MSME საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, რის შემდეგაც გადაინაცვლა მიკრო და მცირე ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.  
 
2017-2018 წლებში ზურაბ მასურაშვილმა საქმიანობა განაგრძო საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე; მოგვიანებით კი საქართველოს ბანკში SME ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. 
 
2019 წლის მაისიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელია.
 
ზურაბ მასურაშვილი ფლობს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.
 

გიორგი ფაილოძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორაციული საბანკო საინვესტიციო საქმიანობა

გიორგი ფაილოძე სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორაციული საბანკო საინვესტიციო საქმიანობის სფეროში 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

გიორგი ფაილოძეს მსოფლიო ფინანსური მომსახურების სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ საბანკო დაწესებულებებში. საქართველოს ბანკში მოსვლამდე გიორგი Evercore-ის - საბანკო საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის - ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი მუშაობდა Evercore-ის ნიუ-იორკის (2015-2017) და ლონდონის (2017-2019 წლები) ოფისებში. Evercore-ში გიორგი ფაილოძე სტრატეგიულ, კრედიტებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ კორპორაციულ და კერძო საინვესტიციო კლიენტებს. Evercore-ში მისვლამდე გიორგი ფაილოძე ორი წელი მუშაობდა ნიუ-იორკში, Citigroup-ის კორპორაციულ და საბანკო საინვესტიციო დეპარტამენტში. გიორგი ფაილოძემ საბანკო სფეროში  კარიერა საქართველოში დაიწყო - მას სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა „თიბისი ბანკსა“ და „HSBC ბანკ საქართველოში“. 

გიორგი ფაილოძეს დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლა. მაგისტრის ხარისხი კი მან კორნელის უნივერსიტეტში მიიღო.

 

ეკატერინე ლილუაშვილი

დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი

ეკატერინე ლილუაშვილის კარიერა ბანკ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც 2005-2008 წლებში ეკავა პირადი ბანკირის პოზიცია. 

საქართველოს ბანკის გუნდს ეკა 2008 წელს შემოუერთდა და იყო პირადი ბანკირი დაგროვილი ქონების მართვის სამსახურში; 2015 წელს კი საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გახდა, რომელსაც 2019 წლამდე უძღვებოდა.
 
2019 წლიდან დღემდე ის იკავებს დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას.
 
ეკა ლილუაშვილი ფლობს ESM − European School of Management-ის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს პირადი საბანკო საქმის მიმართულებით, რომელიც მან გერმანიაში University of Cooperative Education, Berufsakademie-Mosbach-ში მოიპოვა.
 

ანდრო რატიანი

ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი

ანდრო რატიანმა კარიერა საქართველოს ბანკში ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცრად, რის შემდეგაც კორპორაციული ბანკირი გახდა; 2006-დან 2009 წლამდე საქმიანობდა UBS AG – Wealth Management ბანკში, სადაც დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით იკავებდა უფროსი ბიზნესანალიტიკოსის / პროექტის მენეჯერის თანამდებობას. 2009-2011 წლებში ანდრო გახლდათ უფროსი პროექტმენეჯერი Wells Fargo-ში და achovia და Wells Fargo-ს შერწყმის პროექტზე მუშაობდა, საიდანაც 2011-2014 წლებში გადაინაცვლა UBS Investment Bank-ში დირექტორის მოადგილედ / რეგიონალური პროდუქტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელად. 2014-2015 წლებში ის იყო IHS Markit-ის ვიცეპრეზიდენტი, 2015-2017 წლებში კი დაიკავა დირექტორის თანამდებობა. 2018 წლის იანვრიდან დღემდე ანდრო საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორია.
 
ანდრო რატიანს განათლება მიღებული აქვს University of Hawaii-ში და ფლობს ბაკალავრის ხარისხს Business Administration-ის (Finance and Accounting) მიმართულებით. ის ასევე არის Columbia University-ს მაგისტრი Technology Management-ის მიმართულებით. ასევე, განათლება მიღებული აქვს Buckswood Grange-ის High School-ში. 
 

ლევან გომშიაშვილი

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

ლევან გომშიაშვილი სარეკლამო კომპანია HOLMES&WATSON-ისა და კომუნიკაციების სკოლის დამფუძნებელი გახლავთ, საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორად კი 2019 წლის მაისში დაინიშნა.
 
ლევანი ფლობს მაგისტრის ხარისხს, რომელიც მან მენეჯმენტის მიმართულებით ედინბურგის უნივერსიტეტში მოიპოვა.
 

ნუცა გოგილაშვილი

ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებლების კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნუცა გოგილაშვილს ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2011-2014 წლებში JPMorgan-ის ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა (Graduate Programme); 2014–2016 წლებში კი ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტს. 
 
ნუცამ 2016-2017 წლებში კარიერა საქართველოს ბანკში კორპორაციული საბანკო ბიზნესმიმართულებით დაიწყო და იყო CIB სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელი; 2017-2019 წლებში ეკავა მომხმარებლების კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა, 2019 წლის აგვისტოდან კი ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებლების კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.
 
ნუცა საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების ბაკალავრია. მან დაასრულა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (MGIMO University); მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით კი Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ბრიტანეთში CIMA-ს სწავლობდა და ACMA, GCMA მოიპოვა.
 

ნინო სუქნიძე

საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი

ნინო სუქნიძე 2017 წლიდან საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველია.

ნინო წლების განმავლობაში გახლდათ საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper საქართველოს იურიდიული დირექტორი და მანამდე უფროსი ადვოკატი. საქართველოს ბანკში მოსვლამდე, მას ეკავა იურიდიული მრჩევლის (Counsel) პოზიცია საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში Dentons Georgia. ნინო ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ფინანსური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და PA Consulting Group Gmbh-ს  საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი იურიდიული მრჩეველი. მას ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში აშშ-სა და ჰოლანდიაში.

ნინო ფლობს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის (Erasmus University Rotterdam) მაგისტრის ხარისხს ბიზნეს და სავაჭრო სამართალში (LLM cum laude, Nuffic scholar), წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიღებული აქვს იურისტის და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაცია.